მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა ივანიშვილმა უნდა აირჩიოს, როგორ წავა ხელისუფლებიდან - მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ“ - გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. 

მისი თქმით, ივანიშვილს სანქციები არ ასცდება. 

„როგორც ვვარაუდობდით, „ის ბრძენი კაციც“ გამოჩნდა. რა იყო ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი? ის, რომ ვიღაცებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა. თურმე ომის საფრთხე რუსეთიდან კი მოდის , არამედ სხვებისგან, რომლებიც იმდენს უჩხიკინებენ პუტინს, რომ იმ წესიერ კაცს შემოეპყრობა კიდევაც ქვეყანა. ასე ამბობდა 2008 წლის აგვისტოს ომზეც, ასე ამბობენ მისი ენით მოლაპარაკებები „ოცნებიდან“ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შესახებ - თურმე უკრაინამ ვერ აიცილა თავიდან ომი (როგორც მაშინ საქართველომ), ანუ უკრაინაა დამნაშავე.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას, დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თანაც სრულადაც რომ სამი საათიო. დროის ამ ხანგრძლივობით ირიბად მიანიშნებს საუბრის თემის სირთულეზე და შესაძლო ზეწოლაზე. ისე, იმ სამი საათიდან ორი საათი სადილს თუ ვახშამს არ მოხმარდებოდა? დაუპურებელს ხომ არ დატოვებდა სტუმარს? „სადილით თუ სადილის გარეშე სამი საათი“, - უკვე ახალი თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას.

რა საკითხზე უნდა ყოფილიყო ელჩის მიერ ზემოქმედების მცდელობა? რადგან საიდუმლოდ ინახავს, გვაფიქრებინებს, რომ ომი უნდოდა რომ დაეწყო, ანუ უნდოდა რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრილიყო, ბიძინა პრემიერ-მინისტრად დაესვათ რუსებს და ამერიკა ამით გახარებული 500 მილიონს დაუბრუნებდა შვეიცარიული ბანკიდან. წერილში ამას ვერ ამოვიკითხავთ, მაგრამ ამაზე „ტროიკები“ და სხვები ხომ წერდნენ და ლაპარაკობდნენ?

ეს, რა თქმა უნდა, არის აბსურდი, მაგრამ საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება კვლავ არის შანტაჟის გაგრძელება, დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით - არ მოიხსენიონ ოლიგარქად, არ შეეხონ მის არაფორმალურ ძალაუფლებას და კვლავ ძველებურად მართოს კულისებიდან ქვეყანა, როცა პარლამენტიც თვითონაა, მთავრობაც და მოსამართლეც.

არაფერი გამოუვა. უკრაინაში ომმა საბოლოოდ ახადა ნიღაბი ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. მან გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას. ახლა მან თავად უნდა აირჩიოს, როგორ დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას, როგორ წავა ხელისუფლებიდან - მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ. მაგალითების მოძიება მას არ გაუჭირდება. სანქცია ნებისმიერ შემთხვევაში არ ასცდება. რაც უკვე ჩაიდინა დასჯადია“, - აცხადებს რომან გოცირიძე. 

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

⭕ იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა, ახლა დაგიგროვდათ ნაგავი და გინდათ ისევ მე შემომტენოთ? - სოსო გოგაშვილი

⭕ „მამაჩემის და ჩემი ოჯახის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა“ - ნინი გოგაშვილი