მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“ - პაატა მანჯგალაძე იაგო ხვიჩიას

პაატა მანჯგალაძე, იაგო ხვიჩია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩია განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ევრორეკომენდაციების შესასრულებლად „ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ გაივლი, ასე მოხდება“.

მანჯგალაძემ ხვიჩიას უპასუხა და განაცხადა, რომ „ხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“.

„ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას არ ვაპირებთ, რადგან ეს არ არის სწორი საქციელი. ვინც ამას აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ ეს ხდება მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადასატანად. სწორედ ის არის „ქოცობა“, რომ სხვას აბრალებ ევროპაში ინტეგრაციის პროცესის დაბრკოლებას „ქართული ოცნების“ გარდა. ხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“ და ყველას ვურჩევ, რომ მთავარ საკითხზე კონცენტრირდნენ. ახლა არ არის კამათის დრო, ტალახის სროლის დრო, ახლა არის ერთიანობის დრო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „წერილიდან გავიგე ის, რაც ისედაც ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, ამიტომ ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს“ - ლევან იოსელიანი ივანიშვილის განცხადებაზე

👉 „უკვე შემდგარი ფაქტია - ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება, აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს“ - ნიკა მელია

👉 „კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვინმე არაფორმალური მმართველია“ - დავით უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

👉 „ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ შანტაჟი, მე თუ დავსანქცირდები, მოვაღებ პირს და ვიტყვი, რომ თქვენი ელჩი მაიძულებდა, ომი დამეწყო რუსეთისათვის“ - შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

👉 „ბიძინა მთავარს ვერ აცნობიერებს, ისტორიამ მას დააკისრა პროცესებზე პასუხისმგებლობა“ - გია ხუხაშვილი