მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, მე როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში მომავლისთვის გაუგებარია“ - ედუარდ სააკაშვილი

ედუარდ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ შვილმა ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა. როგორც მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ნახვიდან არ გაუმჯობესებულა.

გარდა ამისა, ედუარდ სააკაშვილი პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის როლსაც შეეხო. მისი თქმით, მამამისის როლი ქართულ პოლიტიკაში სამომავლოდ გაუგებარია.

„ამ თვეში ორჯერ ვნახე. ბოლოს ვნახე მაისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანამდე. მქონდა მოლოდინი, რომ მისი მდგომარეობა იქნებოდა უკეთესი. მაინც და მაინც არ შემიტყვია, რომ კარგად არის. ძალიან აშკარა არის ჩემთვის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არ არის კარგად. რომ მივედი გადასხმებს უკეთებდნენ. სანამ ის „ვივამედში“ იქნება, ვფიქრობ დღეს-ხვალ სიკვდილის საფრთხე არ დგას, აი, ამ გადასხმების გამო და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. ჩემი მიზანი არ არის, რომ „გამოვაძვრინოთ“, მე მინდა, რომ მამაჩემი იყოს ჯანმრთელი.

ჩემს ხედვას გეტყვით. ჩემი აზრით, საჭიროა, რომ მისი ჯანმრთელობის საკითხი იყოს ნაკლებად პოლიტიკური, რომ რაღაც კონსენსუსი შეიქმნა საზოგადოებაში, რომ ის იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვას. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დეპოლიტიზდეს მისი საკითხი. ამისთვის, შეიძლება, საჭირო არის, რომ მისი როლი პოლიტიკაში გადაიხედოს.

ერთი კვირაა, რაც საქართველოში ვარ. ვიმოგზაურე ოჯახთან ერთად, ზუგდიდში, ბათუმში. ხალხი გვხვდება ქუჩაში და თუ მცნობენ, მეკითხებიან, მიშა როგორ არის? ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება საზოგადოებაში მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი ან რაღაც მსგავსი. მასზე არ მეკითხებიან, როგორც, აი, მოდი, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს და ა.შ. რა თქმა უნდა, არიან ასეთი ადამიანებიც, ვინც ასე ფიქრობს, მაგრამ არის უფრო დიდი ნაწილი, რომლებიც აფასებენ მიშას როლს უახლოეს ისტორიაში და უბრალოდ უნდათ მისთვის კარგი. რომ ვესაუბრები ადამიანებს, ვატყობ, რომ ისინი ამომრჩევლებიც კი არ არიან მიშასი. 

მე როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში მომავლისთვის გაუგებარია. როდესაც შევდივარ მამაჩემთან, სულ უყურებს უკრაინულ მედიას. მე მგონი, თვითონაც ხვდება, რომ მისი როლი იქ უფროა, ვიდრე აქ“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო...დაიცვან ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“ - სოსო გოგაშვილი

👉 „ხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“ - პაატა მანჯგალაძე იაგო ხვიჩიას

👉 „წერილიდან გავიგე ის, რაც ისედაც ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, ამიტომ ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს“ - ლევან იოსელიანი ივანიშვილის განცხადებაზე

👉 „უკვე შემდგარი ფაქტია - ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება, აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს“ - ნიკა მელია

👉 „კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვინმე არაფორმალური მმართველია“ - დავით უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე