მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არ მახსენდება, არც პოლიტიკური პარტია - თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე

ეს თითქოს გერმანიებში და ინგლისებში განათლებამიღებული ხალხი ერთი ხელით სექსუალურ მოძალადეებს იცავენ გაგიჟებულები, მეორე ხელით კარგ ქართველ კაცს მუსლიმობის გამო „არცხვენენ“, - ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს. 

„ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არ მახსენდება არც პოლიტიკური პარტია.  ეს თითქოს გერმანიებში და ინგლისებში განათლებამიღებული ხალხი ერთი ხელით სექსუალურ მოძალადეებს იცავენ გაგიჟებულები, მეორე ხელით კარგ ქართველ კაცს მუსლიმობის გამო „არცხვენენ“, იქით რუსულ კანონს გვტენიან და აქეთ მთელ პროგრესულ მსოფლიოს (კონგრესმენებს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს, ელჩებს, აგერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და რა ვიცი კიდევ ვის არა) რეალობას აცდენილებს ეძახიან და მერე ტელეკამერების წინ დადგება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ამგვარ „ლეიბელინგს“ არ ვიზიარებო, და ამ მოძალადეების და დისკრიმინაციის წამხალისებლებს იცავს და ეფერება“, - წერს თინა ხიდაშელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი - ევროპული გზა და ყველაფერი, რაც ამ გზიდან მათ გადაახვევინებს, მიუღებელია - კელი დეგნანი

👉 მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები, შესაძლოა, ერთ თვეში განახლდეს - დიმიტრი ლორთქიფანიძე

👉 სააკაშვილის ციხეში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის - ლევან იოსელიანი

👉 შევხვდი დეპუტატებს, ყოფილ ქართველ პოლიტიკოსებს, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს - კალაშნიკოვი ფრენების აღდგენაზე

👉 საქართველო და რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან - რუსეთის დუმა