მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჭორაობა დაიწყო და ებღაუჭება სკამს იმ პარტიაში, რომელიც არის სააკაშვილის“ - ხაბეიშვილი მელიაზე

ლევან ხაბეიშვილი და ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი თანაპარტიელი ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, მელიას „ჭორაობა შეუყვარდა“ და სკამს ებღაუჭება. 

„მან და მისმა გუნდმა დაიწყო ბრალდებები, ტალახის სროლა, ლამის ბანერები გამიკრეს „ქოცებივით“. ჩემს უკან დგანან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ადამიანები, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ბედის შეცვლა და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. უთხრას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, კობა ნაყოფია რატომ ხვდება დავით კეზერაშვილს თუ მის გადადგომას ითხოვდა, აუხსნას ეს საზოგადოებას. არ შეიძლება რამე წამოაკივლო და მერე პასუხი არ გასცე. მე არ შევხვედრივარ არავის და არ მქონია ასეთი განცხადებები, რაც ნიკამ თქვა, ამიტომ აუხსნას.

ასევე ახსნას, რატომ იყო ის წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის 2020 წელს, ესეც უთხრას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ ებღაუჭება სკამს, რომელი პარტიაც არის მიხეილ სააკაშვილის. როცა მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ებღაუჭები, ჩაჭიდებული ხარ სკამს, ხალხი იმსახურებს უთხრა, თუ რატომ იყავი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგი.

ჭორაობა დაიწყო ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, რომელმაც კამპანია გახსნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახდის ფარდას. მელია ღიად საუბრობდა, რომ თუ სააკაშვილი იქნებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის 5 ნომრით არ დადგებოდა გლდანში და მეტიც, წავიდოდა პარტიიდან.

მელიამ თავად თქვა, რომ ის თანამშრომლობდა დავით კეზერაშვილთან. არავის არაფერი არ უთქვამს, ვიდრე თავად არ დაიწყეს საუბარი. ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ამავე თემაზე: 

„დავით კეზერაშვილო, დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო?“ - მელია

➖ „ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ - ჯაფარიძემ, ვაშაძემ და ხოშტარიამ 24 თებერვალს აქცია დააანონსეს