მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთ „მოთამაშე თავმჯდომარეს“ როგორ გადააყოლეთ ამხელა პარტია?! კმაყოფილი იქნება „ოცნების“ ხელისუფლება, იოცნებეს და ამან, მელიამ შეუსრულა“ - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

თაკო ჩარკვიანი, ნიკა მელია

ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ წერს და აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ნაც მოძრაობა“ „ნაც უძრაობა“ გახადა.

„რა სამწუხაროა, რას დაამსგავსა მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაც მოძრაობა“. (შესანიშნავი იდეალისტი ამომრჩევლით მენანება), უვარგისმა „თავმჯდომარემ“, რომელსაც დაავიწყდა ვის ნაღვაწზე და ვისი ხმებით მოვიდა (რომლის სახელის ხსენებაც აღარ სიამოვნებდა და ღიად და თავხედურად ამბობდა ამას), რომლის „თავმჯდომარეობის“ დროსაც ისე დაეცა რეიტინგი, პროცენტი 2018 და 20 წელთან შედარებით, რომ გამეოთხედდა, ღიად ლანძღავენ ადამიანები ოპონენტებს (თანაგუნდელებს) და ეს მაშინ, როცა პარტიის დამფუძნებელი მესამე პრეზიდენტი მოწამლული კვდება ციხეში, რა სამწუხაროა, ერთ „მოთამაშე თავმჯდომარეს“ როგორ გადააყოლეთ ამხელა პარტია?! მართლა „ნაც მოძრაობა კი არა „ნაც უძრაობა“ გახადა, რა თქმა უნდა, კმაყოფილი იქნება „ოცნების“ ხელისუფლება, იოცნებეს და ამან, მელიამ შეუსრულა“, - წერს ჩარკვიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ბურჯანაძეს, როგორც ყველა ქაჯს, ამბიციამ სძლია და თავი ადრე გაიშიფრა“ - თაკო ჩარკვიანი

👉 დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

👉 უკრაინელებმა დონბასში რუსეთის 14 თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

👉 პრიგოჟინი მანიპულირებს „სოლედარის მიტაცებით“ და „ამცირებს“ რუსეთის არმიას - ISW