მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირში გაწევრიანებისგან ახლა უფრო შორს ხართ, ვიდრე ოდესმე“ - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ევროკავშირისკენ მათი მისწრაფებისა, გაწევრიანების კუთხით ახლა ყველაზე შორს არიან, ვიდრე ოდესმე.

როგორც ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეფორმების შეუსრულებლობას ევროკავშირისგან ფინანსური პასუხიც უნდა მოჰყვეს. 

მის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებს სულ უფრო მეტად სცილდება. 

„მმართველი გუნდის ყველა წევრს მინდა ვუთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებიან, რომ მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ, ისინი ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისგან არიან უფრო შორს, ვიდრე ოდესმე. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველ დღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა საჭიროა ფინანსური რეაგირება. ანტიევროპული რიტორიკა ძალიან გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის რამაც საგონებელში ჩამაგდო. 

არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის, ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად და ასევე, საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებისთვის“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა  ვიოლა ფონ კრამონმა.