მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან, მეტიც, არც მსურს, გავიმეორო, რა სიტყვები გვაკადრა“ - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს

დავით წიკლაური, თეა წულუკიანი

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდებას გამოეხმაურა. მისი თქმით, წულუკიანის განცხადება გამაოგნებელია. როგორც წიკლაური აღნიშნავს, მათ თხოვნაზე, რომ კუთვნილი ფინანსები ფედერაციისთვის გადაერიცხათ, წულუკიანმა ისინი შენობიდან გამოყარა და ცუდი სიტყვები აკადრა.

უშუალოდ ბრალდებაზე კი, თითქოს ის წულუკიანის მიმართ გაიწია, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა, წიკლაური ამბობს, რომ ეს დაუჯერებელია.

„მოვისმინე ქალბატონი თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემს მიმართ. კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო.

წინა პოსტში დავწერე, კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ სამინისტროში რომ დაგვიბარეს და ჩვენ ყველას გვეგონა, უნდოდათ მოელოცათ ეს გამარჯვება... სინამდვილეში კი რასაც ჰქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან... მეტიც, არც მსურს, გავიმეორო, რა სიტყვები გვაკადრა. და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, მერე სულ გაგვინულეს..

მოკლედ,მეგობრებო, წინა სტატუს თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა.

ვინც მე მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ.
უბრალოდ, ყველაფერი ნათელია, ის ფაქტი, რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ, სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე, აი, სწორედ ამ სტატუსით მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი შემომითვალეს, რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ „ჩემს უკან ოჯახი დგას“, ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა.

მოკლედ, როგორც ჩანს, ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას. ყველაფერს იმას რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი, ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ.

პ.ს. რაც შეეხება მის ნათქვამს, გამეორებაც არ მინდა, კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს, ქალზე რომ გაიწევს. და თან ამას დააბრალებენ. წინა სტატუსი რომ დავწერე, იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს, მოვუწოდე, შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშიათქო. თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირსთქო. მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთთქო. ჰოდა, აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი, ამას რომ ვწერდი, მის თავში შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა... ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი“, - წერს წიკლაური.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა წიკლაურზე განაცხადა: „ჩემზე გაიწია დასარტყმელად“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ჩემზე გაიწია დასარტყმელად“ - წულუკიანი კრივის ფედერაციის პრეზიდენტს ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში ადანაშაულებს

👉 „ასეთ წუმპეში კისრამდე ჩაფლული იდგეს „სიამოვნებით“, როგორც ჩერგოლეიშვილი დგას, სულ რამდენიმე ადამიანს ვხედავ“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი, მის მიერ აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს“ - ვიოლა ფონ კრამონი

👉 „ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელორუს ხალხს“ - სვეტლანა ტიხანოვსკაია

👉 „კრემლი ისე მოქმედებს, როგორც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში მოქმედებდა“ - ჟოზეფ ბორელი