მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილთან ნორმალური კომუნიკაცია არ მაქვს - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი და პრემიერი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ მას საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან ნორმალური კომუნიკაცია არ აქვს.  

როგორც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, მას აქვს სურვილი ჰქონდეს კარგი კომუნიკაცია პრემიერთან, თუმცა ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

„ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის მინისტრებთან გარდა ერთისა. დარწმუნებული ვარ, რომ ვთხოვო მოვიდეს - მოვა. მთავარ მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან [ირაკლი ღარიბაშვილი] არ მაქვს კომუნიკაცია. მას არ სურს ჩემთან კომუნიკაცია. დემოკრატიულ ქვეყანაში ინსტიტუტებს შორის უნდა იყოს ნორმალური ურთიერთობა. ყოველთვის მზად ვარ შეხვედრისთვის. კომუნიკაცია ჩვენ შორის არ ხდება“,- აცხადებს ზურაბიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შეწერილი გაქვთ, ბიჭებო“ - გუბაზ სანიკიძე „ოცნებას“

👉 აღარ შეიძლება საქართველოსთვის მეორე უარის თქმა, ეს იქნება ანტისიგნალი რუსეთისთვის - ზურაბიშვილი ევროკავშირის სტატუსზე

👉 ტერორისტული თავდასხმა პოლიტიკურ მოღვაწეზე - ნათელაშვილი სანიკიძესა და „ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირებაზე

👉 🎥 „ოცნების“ დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

👉 „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება