მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს“ - ცაგარეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე

 ცაგარეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე

„ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მისი სამოქმედო გეგმა დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი და პარალიზება იქნება.

„ზურა ჯაფარიძეზე მყარად მაქვს აზრი ჩამოყალიბებული. ეტყობა ის ჩახდილი შარვალი ამოიცვა უკან, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ჩაიხადა და ახლა აპირებს ხელისუფლების გადატრიალებას.  ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს. დავესესხები აწ გარდაცვლილ შევარდნაძეს - ვინმეს გადატრიალება თუ უნდა საკუთარ ლოგინში გადატრიალდეს“, - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რაღა დროს მანდატების დატოვებაზეა საუბარი, ნეტავ მანდატები უშლიდეს ვინმეს ხელს, ვისაც რამის გაკეთება უნდა - იაგო ხვიჩია

👉 „ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე

👉 „ყოველი თავდასხმა აშშ-ზე არის რუსეთისკენ გადგმული ნაბიჯი“ - ნიკა მელია

👉 🎥 „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „აშშ-ის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ცოტა დააკლდა“ - მანჯგალაძე „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე