მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისივე განცხადებით ის სექტემბრიდან თანამოაზრეებთან ერთად  აპირებს დრო დაუთმოს: დაუმორჩილებლობას, პროტესტს, საბოტაჟს, პარალიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების სწრაფად დანიშვნის მოთხოვნით სამოქალაქო პროტესტია საჭირო.

ამასთან ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ოცნებისთვის“ ძალაუფლების წართმევა მალე უნდა მოხდეს და ამბობს, რომ სანამ ისინი იქნებიან ქვეყნის სათავეში, არანაირი სტატუსი ევროპიდან არ იქნება და  ქვეყანა გააგრძელებს ჩაძირვას.

„იმის რწმენა, რომ ამ ქვეყანას ოდესმე ეშველება, რჩება სულ უფრო ცოტა ადამიანს. მასიურად გადიან ადამიანები განსაკუთრებით ახალგაზრდები. მზად არიან დედა აგინონ დასავლეთს, ლანძღონ ევროკავშირის ყოფილი ელჩი და ევროპარლამენტარები. ჭორების კორიანტელში გახვიონ ამერიკის მოქმედი ელჩი, ციხეში მოკლან მესამე პრეზიდენტი, აგინონ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ცოლისთვის მანქანის თხოვების გამო ციხეში ჩასვან კრიტიკული მედიის მფლობელი, მეორე მფლობელი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე სცემონ, ქუჩაში ბრბოს სიკვდილამდე აცემინონ და პირდაპირ ეთერში დაამცირონ ჟურნალისტები და მერე ეს გაამართლონ კაცობით.

სინდისის მქონე ყველა ადამიანმა იცის, რომ ამ ხალხს ძალაუფლება აქვს მიტაცებული, შესაბამისად, ძალაუფლების მქონე ყველა ინსტიტუტი ამ ქვეყანაში არალეგიტიმურია, პარლამენტი, მთავრობა. დასავლეთმა გასაგებად გვითხრა, სანამ მმართველობის ეს ფორმა, ოლიგარქიად წოდებული არ დასრულდება ამ ქვეყანაში, არ იქნება არანაირი წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ეს სისტემა თავის თავს არ დაასრულებს. ეს ხალხი საკუთარი ნებით არ დათმობს ამ ყველაფერს. მათ  ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ წაართვა და ეს არის სწრაფად გასაკეთებელი. ევროინტეგრაციის გზაზე არსებული ფანჯარა რომელიც უკრაინელებმა საკუთარი სიცოცხლის დათმობით გააღეს შეიძლება  ძალიან სწრაფად  დაიკეტოს, თუმცა მმართველი  პარტიისთვის ძალაუფლების წართმევის ძალა ჯერჯერობით არ ჩანს. ჯამში ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა  გადარჩენისთვის თამაშობს. არჩევანის უფლება უნდა დავიბრუნოთ. 

ივანიშვილის ოცნება არის არალეგიტიმური. სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი სტატუსი ევროპიდან, სანამ არ მოხდება ე.წ დეოლიგარქიზაცია, ეს ქვეყანა გააგრძელებს ჩაძირვას. ამ სისტემას ივანიშვილი თავად არ შეცვლის მას ძალაუფლება, შეიძლება ძალით წაართვა. ამ სისტემის შეცვლა უნდა  მოხდეს სწრაფად.

გთავაზობთ ოცნებისთვის ძალაუფლების წართმევისთვის ბრძოლას. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. მჯერა, რომ ხელისუფლებაში მოკალათებულ ორკებს ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში.

გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას, არ მაინტერესებს რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ, არც ის მაინტერესებს, ვის დაუჭერთ მხარს მომავალში, მაინტერესებს მხოლოდ სამი რამ - გააზრებული გაქვს თუ არა, რომ თავზე ძალაუფლების უზურპატორი რუსების მონები გაზიან; გააზრებული გაქვს თუ არა, რომ არჩევანის უფლებას მხოლოდ ქუჩაში ბრძოლით დაიბრუნებ და მზად ხარ თუ არა ასეთი ბრძოლისთვის“, - აცხადებს ვიდეომიმართვისას „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რადიკალური ოპოზიცია დღეს არის ჩამალული“ - რატი იონათამიშვილი

👉 „პოლიტიკური ზეწოლა, აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ეს არის ჩვენი მოქმედების გეგმა“ - რომან გოცირიძე

👉 „ელჩების დადანაშაულება ბავშვური ქცევაა“ - ანდრიუს კუბილიუსი

👉 პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარუდგინა - გიორგი კალანდარიშვილი წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა