მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იცავენ მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში მონაწილეობენ, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევთ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა, რომელიც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადებები კარგი არაფრის მანიშნებელია.

მისი თქმით, წარმოუდგენელია იცავდე მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში მონაწილეობენ.

„პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები იუსტიციის საბჭოს მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ კარგი არაფრის მანიშნებელია. საერთოდ, ძალიან ცინიკურად მიმაჩნია, როდესაც ადამიანები ერთის მხრივ, წინა ხელისუფლების კრიტიკის დროს  მუდმივად აპელირებენ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სისტემურ დანაშაულზე, მათ შორის, სასამართლოს მხრიდან და პარალელურად, კბილებით იცავენ მურუსიძეს, წარმოუდგენელი რაღაც ხდება, როგორ შეიძლება ასე გაგრძელდეს. როგორ შეიძლება ამას წესიერმა ადამიანმა შეხედოს დადებითად.

წარმოუდგენელი რაღაც ხდება, იცავენ მოსამართლეებს, რომლებიც თავად მათივე თქმით, კობახიძეს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ ისინი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში მონაწილეობენ და დღეს ეს ხელისუფლება იმ ადამიანებს იცავს, რომლების პოლიტიკურ  დანაშაულზე თვითონვე აპელირებენ. რა თქმა უნდა, ნეგატიურად ვაფასებ ყველაფერ ამას. ძალიან სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილსაც ამ ყველაფერში“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ ის ამაყობს სასამართლოთი და ყველა მოსამართლით და სრულ მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა მოსამართლეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შეცდომის აღიარება ძლიერის თვისებაა, იმედს ვიტოვებ საკითხი გადაიხედება - ნინო ქადაგიძე აშშ-ზე

👉 ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის - ლევან მურუსიძე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

👉 ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინაა ნამდვილი ოპოზიცია? ეს სასაცილოა - დაუშვილი

👉 მსგავსი განცხადებები კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს - დეკანოიძე ხაბეიშვილს

👉 აშშ-ში წასვლის სურვილი არასდროს მქონია, თუშეთში არ ვარ ნამყოფი და მინდა წავიდე - დიმიტრი გვრიტიშვილი