მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად მიდის რუსული პოლიტიკის პროპაგანდა - მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი

უკრაინულ არხის FREEdom ეთერში ვრცელ ინტერვიუში „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა. 

არჩევნებისთვის დემოკრატიული ალების მომზადება და ქართული საზოგადოების გაერთიანება იყო საკითხი, რომელზედაც ლელოსლიდერმა ხაზგასმით ისაუბრა.

ინტერვიუს დროს მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას და მხარ უჭერს მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

ლელოს ლიდერმა მწვავედ გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მავარი პრობლემა უწოდა.

არის ერთი ადამიანი, რომელმაც მიისაკუთრა მთელი ხელისუფლება, პარლამენტი, მთავრობა, ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მიისაკუთრა მთელი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილს ხელში უჭირავს ძალაუფლება და ტოტალურად აკონტროლებს მას, ეს არის მავარი პრობლემა.

ის ვერ ხედავს თავის თავს ევროპაში, როგორ უნდა მოსწონდეს მას ვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვა, როცა ევროპარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ალიან მძიმე, მისი სანქცირების რეზოლცია.

თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ მოიგებს, ვინც თავისი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, ხალხის ნება კი უკრაინის გვერდში დგომაა, ქართველი ხალხის ნება ევროპაა. დღეს უკრაინა იბრძვის არა მარტო თავისი თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც“, - აცხადებს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წამყვანსენია სმირნოვასთან ინტერვიუში ლელოს ლიდერი.

მისი თქმით, ღიად მიდის რუსული პოლიტიკის პირდაპირი პროპაგანდა.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად მიდის რუსული პოლიტიკის პირდაპირი პროპაგანდა. ძალიან სამწუხაროა და საშიში, რომ დასავლეთში განათლება მიღებული ახალგაზრდა ადამიანები, მთავრობასა და პარლამენტში რუსეთის პროპაგანდისტებად არიან გადაქცეულები.

ჩვენ დავაინიცირეთ ლუსტრაციის კანონი, მაგრამ ახლა ეს კანონიც აღარ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია. ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული ძალების გაერთიანება და არჩევნებისთვის მომზადებაა. 

ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ დემოკრატიული ალები, ადამიანები, რომელთაც უნდათ ნამდვილი დემოკრატიული, თავისუფალისაქართველოს აშენება. მე ვსაუბრობდი ქართული საზოგადოების გაერთიანებაზე კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა, საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება“, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ივანიშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი მმართველი, ცდილობს ქვეყანა მართოს ჩრდილიდან - გახარია 

👉 ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, ისინი ბუნებრივად მიდიან რუსეთისკენ - გახარია 

👉 „ალტ-ინფო“ ჩვეულებრივი მხედრიონია“ - შალვა ნათელაშვილი

👉  ივანიშვილი რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ტიპია - მარგველაშვილი

👉 ესენი უპირობოდ უნდა მოშორდნენ აქედან, მზად არისნ პირდაპირ სიმონიანს მიართვან ქვეყანა - ჩარკვიანი „ოცნებაზე“