მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესენი უპირობოდ უნდა მოშორდნენ აქედან, მზად არიან პირდაპირ სიმონიანს მიართვან ქვეყანა - ჩარკვიანი „ოცნებაზე“

პოლიტიკოსი

პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი  თაკო ჩარკვიანი „ტვ პირველის“ ეთერში სტუმრობისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის სიმონიანს მიართვას ქვეყანა. 

მისი თქმით, ახალა ერთობის დროა და არა დაპირისპირების. 

„როდესაც ვუღრმავდები რა ტიპის აღვირახსნილი ხელისუფლებაა, ძალიან რადიკალი ვხდები მოთხოვნებში. ესენი წამსვლელები არიან, პირდაპირ სიმონიანს მიართვან ქვეყანა. ჩემი მოთხოვნაა, ესენი უპირობოდ უნდა მოშორდნენ აქედან. ევროკავშირის 12 პუნქტი უნდა შესრულდეს, ამ 12 პუნქტში დევს ყველაფერი. თუკი ყველაფერი სწორად წავა და კვლავ არ აიქოჩრება ამბიციები, ამ შემთხვევაში სწორად წავა ყველაფერი. ახლა არის ერთობის დრო“, - აღნიშნავს თაკო ჩარკვიანი.

ოპოზიციონერი დეპუტატი „ალტ-ინფო“-სთან  დაკავშირებით აცხადებს, რომ მათ ზურგს ხელისუფლება უმაგრებს და დასძენს, რომ რადიკალური მოძრაობა ხელისუფლების სისუსტის დროს ჩნდება. 

„როგორც კი სუსტდება ხელისუფლება, იმ წუთში გამოჰყავთ პროპაგანდისტები. „ალტ-ინფო“ ხელისუფლებას ზურგს უმაგრებს. „ალტ-ინფოს“ ერთი მუჭა სირცხვილი დავარქვი, ისინი ბევრი არ არიან, უბრალოდ ამაგრებს ხელისუფლება უკან დგომით. მათგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, იმდენად გარდაუვალია საქართველოს განვითარება დასავლურ გზაზე. „ოცნებას“ დარჩა მოკავშირე მარგარიტა სიმონიანი, რომელსაც არ უშვებენ სომხეთში“, - დასძენს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 „ალტ-ინფო“ ჩვეულებრივი მხედრიონია“ - შალვა ნათელაშვილი

👉 როდესაც უნდათ მოგვცემენ იმ კანდიდატის სტატუსს, როდესაც უნდათ არ მოგვცემენ - მეუფე სტეფანე

👉 თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში - ხათუნა სამნიძე

👉 მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე, გულახდილად გეტყვით, ბევრი ჩვენგანი მისი საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო - ედურდ სააკაშვილი მამაზე

👉 ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე - არ ვიქნები, აქციები ახლა სწორად არ მიმაჩნია - სამნიძე