მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი - ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ის სახელით ულოცავს. 

როგორც ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ქართველ ხალხს ღრმად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, მიეღო ევროატლანტიკური მომავალი.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების, წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მომავლის კეთილდღეობის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

ამ საზეიმო დღეს ყველგან ქართველებისთვის, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების განგრძობით ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობაში მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  წვევამდელები დღეს სამხედრო ფიცს დადებენ