მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელისუფლებამ რისკები ვერ გათვალა - ვიქტორ ყიფიანი ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებულ მოვლენებზე

ვიქტორ ყიფიანი

მმართველი გუნდის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა სომხურ მედიასთან ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებულ პროცესებზე ისაუბრა და თქვა, რომ „ხელისუფლებამ რისკები ვერ გათვალა“. 

ყიფიანმა სომხურ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ მარტივად გამოსაცნობი და პროგნოზირებადი იყო რეაქცია, რომელიც ამ კანონის {ე.წ. აგენტების კანონი} მიღების შემდეგ დადგებოდა.

„ხელისუფლებამ იცოდა ამ კანონის მიღებით რა შედეგი დადგებოდა. მას აფრთხილებდნენ, მაგრამ რისკები ვერ გათვალა. საზოგადოებამ კი ხელისუფლებაზე კონტროლი მოადუნა. 

ის მოვლენები, რომლის თვითმხილველები ჩვენ გავხდით რეპუტაციულ ზიანს აყენებს საქართველოს და პოლიტიკური დარტყმა მოაქვს ქვეყნისთვის. იყო გადადგმული რაციონალური ნაბიჯი, რომელიც სწორად უნდა იქნეს აღქმული. რაც შეეხება კითხვას ახსნასთან დაკავშირებით, მე ვიკამათებდი განმარტების ავტორთან. 

პარლამენტში კანონი 10 დღის განმავლობაში განიხილებოდა, მაგრამ თემა მანამდე იყო შეტანილი. მარტივად გამოსაცნობი და პროგნოზირებადი იყო რეაქცია, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ დადგებოდა. ეს რეაქცია იკითხებოდა ადგილზე დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ხალხს რაღაც არ აუხსნეს და არ განუმარტეს, მოდი ვიკითხავ და სად იყვნენ აქამდე?“, - აცხადებს ყიფიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ ხელი არ დაადოთ არცერთ ახალგაზრდას - გიორგი ვაშაძე

✔️ ელენე ხოშტარია - გაჩერებას არ ვაპირებთ

✔️ უკრაინულმა ძალებმა ჯამში „კობზონის კონცერტზე“ 159 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაგზავნეს - უკრაინული მხარე

✔️ ბათუმის ბულვარში ბავშვი დაიღუპა

✔️ ტაივანის საკითხში საგარეო ჩარევას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით - სი ძინპინი