მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია“ - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია. 

მისი თქმით, აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად ეხმარება საქართველოს განვითარებაში.

ამასთან, ელჩი აცხადებს, რომ გარშემო უამრავი დეზინფორმაცია, შეთქმულების თეორიაა.

„არ მსურს, გავაკეთო კომენტარი საქართველოში შიდა პოლიტიკურ თემებზე. ამას ხალხი ისედაც ხედავს, თუმცა ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი.

გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება გარკვეულწილად ამ ანტიამერიკულ კამპანიას. მეორეს მხრივ, პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გამოთქვამენ მზადყოფნას და სურვილს, რომ გაძლიერდეს პარტნიორობა აშშ-თან.

ყოველთვის მინდა, ვისაუბრო ფაქტებით. ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სიმართლე ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად ეხმარება საქართველოს განვითარებაში. მათ შორის, ეკონომიკაში, ქვეყნის სუვერენიტეტსა და რა თქმა უნდა, დემოკრატიაში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ეს თანამშრომლობა“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სხვისი პრაქტიკის გამოყენება ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, ვერ იმუშავებს საფუძვლიანად - დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე

✔️ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ფუჭი ძალისხმევაა, უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა - ალეკო ელისაშვილი

✔️ „ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

✔️ „ბიძინა ივანიშვილი მართლაც რომ გმირია“ - ფრიდონ ინჯია

✔️ „რუსეთს როცა გაუსწორდება, წამოგარტყამს თავში და გააკეთებს იმას, რაც უნდა“ - ზურაბ ჯაფარიძე