მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წერილიდან გავიგე ის, რაც ისედაც ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, ამიტომ ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს“ - ლევან იოსელიანი ივანიშვილის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებიდან მისთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართულია. ამიტომ, საჭიროა, პოლიტიკაში მისი ფორმალურად დაბრუნება.

„წერილიდან ის გავიგე, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში და ამიტომ ვთვლი, რომ ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს. ბიძინა ივანიშვილი კელი დეგნანს თუ სხვა ელჩებს უნდა შეხვდეს არა ისე, რაც შემდეგ ბევრ კითხვას იწვევს, არამედ ცხადად, როგორც პოლიტიკური ფიგურა. ამ ქვეყნისთვის სწორი ის არის, რომ ადამიანი, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. კითხვები იმიტომ არსებობს, რომ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, მაგრამ ყველა სხვა გარემოება ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულია“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკვე შემდგარი ფაქტია - ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება, აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს“ - ნიკა მელია

👉 „კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვინმე არაფორმალური მმართველია“ - დავით უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

👉 „ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ შანტაჟი, მე თუ დავსანქცირდები, მოვაღებ პირს და ვიტყვი, რომ თქვენი ელჩი მაიძულებდა, ომი დამეწყო რუსეთისათვის“ - შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

👉 „ბიძინა მთავარს ვერ აცნობიერებს, ისტორიამ მას დააკისრა პროცესებზე პასუხისმგებლობა“ - გია ხუხაშვილი

👉 „ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ გაივლი, ასე მოხდება“ - იაგო ხვიჩია