მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კრიტიკის რამე სერიოზულ მიზეზს არ იძლევა“ - სარჯველაძე 4 დეპუტატის წერილზე

მმართველი გუნდის წევრი

„კრიტიკის რამე სერიოზულ მიზეზს არ იძლევა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ,  „ოცნებიდან“  წასული 4 დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც დეპუტატები აღნიშნავენ, რომ  აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. 

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არის საკითხები, რაშიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დამფუძნებლებს არ ეთანხმება.

„ნამდვილად არ დამითვლია სიტყვა „უნდას“ რაოდენობა ამ მოსაზრებებში, რომელიც საელჩოს მხრიდან იქნა წარმოდგენილი და, ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ვერ გავიზიარებ შეხედულებას, რომ ეს არის ინსტრუქციები და არა მოსაზრებები და ა.შ. ნამდვილად არ გამჩენია ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება.

რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, არ მგონია, რომ ამ მოსაზრებების წარმოდგენა კრიტიკის რაიმე სერიოზულ მიზეზს იძლეოდეს.

ყველას აქვს უფლება, როგორც საკუთარი მოსაზრებები უკარნახებს, ისეთი შეფასებები გააკეთოს, ამ შემთხვევაში კი ვფიქრობ, რომ ეს შეფასებები გადაჭარბებულია.

ეს რეკომენდაციები მეც ნამდვილად ჭკუაში მიჯდება, არის საკითხები, რომელთა მიმართაც შესაძლებელია, განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

ცნობისთვის საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, რითაც აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმების შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტს გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც დამატებით ამყარებს მათ დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რატომ არ მცირდება საწვავზე ფასი?  - კონკურენციის სააგენტო მოკვლევას იწყებს

👉 „პარტიის სამოქმედო გეგმის სამი შემადგენელი კომპონენტი - ხალხის რაოდენობა, პროტესტის იდეები და რესურსები იქნება, მათ შორის ფინანსური“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉  „საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს“ - მამუკა ხაზარაძე