მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარტიის სამოქმედო გეგმის სამი შემადგენელი კომპონენტი - ხალხის რაოდენობა, პროტესტის იდეები და რესურსები იქნება, მათ შორის ფინანსური“ - ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი

„პარტიის სამოქმედო გეგმის სამი შემადგენელი კომპონენტი ხალხის რაოდენობა, პროტესტის იდეები და რესურსები იქნება, მათ შორის ფინანსური“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. 

„პოლიტიკაში როდესაც ხარ, უფრო მეტი მიზნები უნდა გამოძრავებდეს. ამ რეალობაში, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, როცა ყველაფერს „დედა აქვს ნატირები“ და ახალგაზრდები გარბიან, სტატუს-კვოს ქვეშ გაჩუმება თავხედობა და უნამუსობაა. არ მგონია, ადამიანებს  არ ესმოდეთ რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა. ადამიანებს არჩევნების პერიოდში აშანტაჟებენ. ამათ ხელში შანსი არ გვაქვს, ევროკავშირის სტატუსი მოვიპოვოთ. 

კონკრეტულად რა ტიპის პროტესტს მივმართავთ, ამას არ მოვყვები, მაგრამ გეგმა არის ეს - ყველასთან კომუნიკაცია გვექნება, ბაზა გვაქვს გაკეთებული, სადაც 300-მდე ადამიანი არის დარეგისტრირებული, გადაცდა ალბათ 300-ს, სავარაუდოდ. ამას აქვს სამი კომპონენტი - ერთი არის ხალხის რაოდენობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, მეორე, არის იდეები, რა ტიპის პროტესტს შეიძლება მიმართო, ღიად ვაკეთებთ ამას, ადამიანებს ღიად ველაპარაკებით, ღიად მოვუწოდებთ, რომ გამოვიდნენ და ღიად მოვუწოდებთ მათ შორის იმას, რომ დაგვეხმარონ იდეების გენერირებაში.

კი, ჩვენ ვიგონებთ კარგ იდეებს და მოგვიგონებია, მაგრამ ბევრი რამე შეიძლება მოიფიქრო და ბევრი ადამიანის ტვინი, როდესაც ამაზე არის მომართული, ბევრი კარგი იდეა შეიძლება წამოვიდეს. შემდეგ არის რესურსები. ეს სამი კომპონენტი თუ გვაქვს, თუ შედგა ეს სამი კომპონენტი და მგონია, რომ შედგება, მილიონ რაღაცას გავაკეთებთ“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს“ - მამუკა ხაზარაძე

👉 🎥 „ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს“ - ცაგარეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე

👉 რაღა დროს მანდატების დატოვებაზეა საუბარი, ნეტავ მანდატები უშლიდეს ვინმეს ხელს, ვისაც რამის გაკეთება უნდა - იაგო ხვიჩია

👉 „ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე

👉 🎥 „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა“ - ზურაბ ჯაფარიძე