„ყველა ბერკეტი მნიშვნელოვანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში დაგვეხმარება,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
უდუმაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო და პარტიის წევრები ამ პროცესში მაქსიმალურად იქნებიან ჩართული.
„ყველა ბერკეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პროცესში, რომელიც დაგვეხმარება იმ მიზნის მიღწევაში, რასაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო პრეზიდენტის ინიციატივით და ამ დიალოგის პროცესში ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართული. თუ არსებობს რაღაც მინიმალური შანსი რაღაც წარმატებას მივაღწიოთ ყველამ ერთად ამ ფორმატში, ბუნებრივია, ამ შანსს ბოლომდე გამოვიყენებთ ბოლომდე.
თუმცა, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში აუცილებელია მასობრივი პროტესტი და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასობრივი შიმშილობა დავიწყოთ იმისთვის, რომ ზეწოლა გაიზარდოს ხელისუფლებაზე. ხელისუფლება ბრმად და ყრუდ არის დღეს წარმოდგენილი და მიიჩნევენ, რომ საკუთარ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილი,“ - აღნიშნა უდუმაშვილმა „მთავარის“ ეთერში.
ამავე თემაზე:
🔴 „მიშა ამ ასაკში ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი იყო “ - თაკო ჩარკვიანი
🔴 „დღეიდან მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას ვაცხადებთ“ - ნიკა მელია