მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ყველასთვის ცხადია, რომ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა, პარტიის წევრებს მოვუწოდებ, დატოვონ „ნაცმოძრაობა“ - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარეობის არჩევნები გაყალბდა და პარტიის წევრებს მოუწოდებს, რომ „ნაცმოძრაობა“ დატოვონ.

„მე მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ, რომ მათი არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, დატოვონ „ნაცმოძრაობა“. ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუკ გვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის წევრი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს. თუ შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის ლიდერებმა ხმა მისცენ არჩევნებში, ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა მისთვის სასურველ კანდიდატს. შესაბამისად, როცა იცი, რომ არჩევნები ასეა ჩატარებული, უნდა იფიქრო, რომ, შემთხვევით, თავმჯდომარე სხვა პარტიამ ხომ არ აირჩია. ველოდები, „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი მხარდამჭერები მიხვდებიან, რომ მათი თავმჯდომარე არ არის არჩეული სათანადო წესით, რადგან ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს. თუ ასეა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არჩეული, ხომ შეიძლება ის „ქოცების“ არჩეული იყოს? ჩემი აზრით, ვახო მეგრელიშვილის პროგნოზი ახდება და ჩემი და სანდროსი – არა. მეგრელიშვილმა თქვა, რომ ახლა „ქართული ოცნება“ დაითრევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ მალე მიშას გაუშვებენ. მგონი, ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს. ახლა დაახლოებით „ნაციონალური მოძრაობის“ „ქართულოცნებიზაცია“ იწყება.

რასაკვირველია, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, ჩანს, რომ შემდეგი გავლენიანი პირები იქნებიან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე“ - ნონა მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებაზე

👉 ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა, ახლა ზურა ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა - თამარ ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილზე