მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ხაბეიშვილი განტევების ვაცს ოპოზიციაში ეძებს, რომ წარუმატებლობა გადაფაროს - ირაკლი კუპრაძე

 „ლელოს“გენერალური მდივანი

„ლევან ხაბეიშვილი განტევების ვაცს ოპოზიციაში ეძებს, რომ წარუმატებლობა გადაფაროს“, - ასე აფასებს „ლელოს“გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას თვითმარქვია ოპოზიციის გამორკვევასთან დაკავშირებით.

„ბატონ ხაბეიშვილს, მარტივად, ურჩევნია, რომ საკუთარ მომხრეებს, მხარდამჭერებს აუხსნას, იყო თუ არა წარმატებული საერთოდ ეს აქცია, რა მიზანს ემსახურებოდა და ამ მიზნის რაიმე პროცენტული მაჩვენებელი შესრულდა თუ არა? ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციაში ეძებოს თვითმარქვია ოპოზიციონერები, რომელიც ისედაც ვიცით, ვინც არიან.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი მკაფიო და მძაფრი, ოპოზიციური პარტიაქართული ოცნებისწინააღმდეგ, რომლის ლიდერებსაც პოლიტიზებული სასამართლო და პროკურატურა დევნიის. ითმარქვია ოპოზიციაზე როცა ვსაუბრობთ, მე ვგულისხმობიმ საპარლამენტო პარტიებს, რომლებიც ქართულ ოცნებასემსახურებიან და ეხმარებიან უამრავი საკანონმდებლო ინიციატივის გატანაში. ამის მიღმა ოპოზიციურ პარტიებში რაღაც ახალი განტევების ვაცის ძებნა მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობისმიერ დაანონსებული პროცესები არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს, მგონია, რომ უბრალოდ, ყურადღების გადატანაა სხვა მიმართულებით.

ლელოსთვის ამ აქციის ამოცანები და მიზნები დაანონსების დღიდანვე გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო, შესაბამისად ვთქვით, რომ არ ვმონაწილეობდით ამ პროცესდა როგორც გამოჩნდა ლელოს პოზიცია ამ შემთხვევაშიმართებული ხაზი იყო“, - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, „ენმ“-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციაში წმენდის დაწყებას ითხოვს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინაა ნამდვილი ოპოზიცია? ეს სასაცილოა - დაუშვილი

👉 მსგავსი განცხადებები კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს - დეკანოიძე ხაბეიშვილს

👉 აშშ-ში წასვლის სურვილი არასდროს მქონია, თუშეთში არ ვარ ნამყოფი და მინდა წავიდე - დიმიტრი გვრიტიშვილი

👉 „უნდა გავათავისუფლოთ გვარამია და სააკაშვილი იმისთვის, რომ წავიდეთ წინ ევროპული განვითარებისკენ“ - ვაშაძე

👉 „უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ციხეში არ აწამებდნენ“ - მარგველაშვილი