მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატრიარქი შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს, შედეგი არის ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს კლინიკაში“ - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ჟურნალისტებმა კუმურდოს, კარის და ახალქალაქის მიტროპოლიტს მეუფე ნიკოლოზს ჰკითხეს, რატომ არ ხვდებოდა პატრიარქი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს. საპასუხოდ კი მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ სწორედ პატრიარქის დამსახურეება ის, რომ სააკაშვილი ახლა მკურნალობის კურსს კერძო კლინიკა „ვივამედში“ გადის.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ გადაიყვანეს კერძო კლინიკა „ვივამედში“, რაც ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილის II-ს შეხვდა.

„პატრიარქი შეხვდა პრემიერ-მინისტრს, არ არის აუცილებელი ყველა დეტალი ვიცოდეთ ამ საუბრის შესახებ. შედეგი არის ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს კლინიკაში. მადლიერი უნდა იყოს ამისთვის ყველა, ოჯახის წევრიც, საზოგადოებაც... არ არის საჭირო პატრიარქის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.