მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახელმწიფოს მეთაურს მეტი ჭკუა მოეკითხება“ - დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

დავით უსუფაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ელჩების კონფერენციაზე“ არ მისვლას გამოეხმაურა.

„დაუშვებელია, რომ თუ ვინმე არასწორად მოიქცა პროტოკოლურად, ის გაიბუტოს და არ მივიდეს. პირიქით, სწორი ის არის, რომ მივიდეს იქ, ადგილზე და პატივი სცეს მან ელჩებს. თუ სკამი არასწორად დადგეს და ვერ აგვარებს სხვაგვარად, დადგეს ფეხზე და ისე ილაპარაკოს. სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც გაცილებით მეტი სახელმწიფოებრივი, სიმბოლური დატვირთვა აქვს, მეტი ჭკუა მოეკითხება. მთავრობაში რომ ჭკუა არავის მოეკითხება, ეს უკვე გავიგეთ, თუ მას მოეკითხება ჭკუა, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „ელჩების კონფერენცია“ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ზურაბიშვილი კონფერენციაზე არ მივიდა, რადგან როგორც მისმა ადმინისტრაციამ განაცხადა, პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.

„პროტოკოლური დარღვევა - პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, ეს დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევაა“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ეფესბემ“ უკრაინული დივერსიული ჯგუფი გაანადგურა - რუსული მედია

👉 რუსეთში დედამ სამი შვილი მოკლა - მისი თქმით, ბავშვებს სულში ეშმაკი ჰყავდათ ჩასახლებული

👉 „ომს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დასასრული - აგრესორი უნდა დამარცხდეს და სასტიკად დაისაჯოს“ - პოდოლიაკი

👉 ის, რომ ჩვენმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს კრემენაია ან შევიდნენ მის გარეუბანში, სიმართლეს არ შეესაბამება - სერგეი გაიდაი

👉 ის, რომ ჩვენმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს კრემენაია ან შევიდნენ მის გარეუბანში, სიმართლეს არ შეესაბამება - სერგეი გაიდაი