პოლიტიკა

თავისუფლება გვექნება, რომ ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ - მიხეილ ყაველაშვილი მმართველი გუნდის დატოვებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი
1656445083
დაკოპირებულია

მიხეილ ყაველაშვილმა მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ უფრო მეტად ექნება თავისუფლება იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ. 

„კონკრეტიკისგან თავს შევიკავებთ, ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია, რომ მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება,“ - აღნიშნა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ „არის საკითხები, რომელიც ხვალ გაჟღერდება“. 

„ჩვენ გვექნება თავისუფლება, რომ ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი არსებულ რეალობას საღად შეხედავენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - აცხადებს ყაველაშვილი. 

ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო“ - დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე

✅ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

✅ სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს