მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის აგენტებმა მომწამლეს - სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკააშვილი

„საქართველოს სპეცსამსახურებში ჩანერგილმა რუსმა აგენტებმა მომწამლეს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ის დღე კარგად მახსოვს, როდესაც  მომწამლეს, კინაღამ მოვკვდი. მას შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილს არაერთხელ უსაუბრია საქართველოში რუსეთის აქტივობაზე. მისი თქმით, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, მოსკოვის დავალებით მოქმედებს და მან ქართული სახელმწიფო ხელში ჩაიგდო.

„ის ყველაფერს აკონტროლებს - საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც გამოცემა წერს, სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები მესამე პრეზიდენტის მოწამვლის ვერსიას ადრეც ახმოვანებდნენ.

„სააკაშვილის სისხლის ანალიზმა მის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობა დაადასტურა. 2022 წლის ბოლოს სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ისეთი შხამი გამოიყენეს, რომელიც მაშინვე კლავს, მის წინააღმდეგ გამოიყენეს მომწამლავი ნივთიერება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში კლავს“, - წერს Politico.

იხილეთ აგრეთვე:

👉  დღეიდან პუტინის დაკავება სომხეთშიც არის შესაძლებელი

👉 გამჭვირვალობის კანონპროექტი ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ მაგას, რადგან იქ არ არიან დაზომბირებული სტუდენტები - ფრიდონ ინჯია

👉 აქ არ მოვსულვარ სამტროდ, მოვედი თხოვნით, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი - თამარ ჩარკვიანი ღარიბაშვილს

👉 „ღამე რა გესიზმრებათ თქვენ და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ არ გვაინტერესებს“ - სანიკიძე ღარიბაშვილს