მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ეს განზრახვა არის დასამარებული - კოლომინა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონზე

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნატოს წევრები დაარწმუნა, რომ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი პარლამენტმა გაიწვია. 

მისი თქმით, განსაკუთებით შეშფოთებას იწვევს სასამართლო რეფორმა. 

კოლომინამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას განახორციელოს რეფორმები.

„ჩვენთვის შემაშფოთებელია კანონი უცხოური აგენტების შესახებ. მასზე ჩვენ გვქონდა მკაფიო რეაგირება. ვფიქრობთ, ეს იყო ცუდი ნაბიჯი თქვენი ქვეყნისაგან, რომელიც ევროატლანტიკურ მისწრაფებას არ შეუწყობდა ხელს. თუმცა პარლამენტმა ხელისუფლების მხარდაჭერით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამოიწვია  კანონპროექტი. საგარეო საქმეთა მინისტრმა [ილია დარჩიაშვილი] დაგვარწმუნა, რომ ეს განზრახვა არის დასამარებული. ვურჩიეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, გაგრძელდეს რეფორმები რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირმა და ნატომ გასცეს“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური  წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არ მახსენდება, არც პოლიტიკური პარტია - თინა ხიდაშელი

👉 ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი - ევროპული გზა და ყველაფერი, რაც ამ გზიდან მათ გადაახვევინებს, მიუღებელია - კელი დეგნანი

👉 მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები, შესაძლოა, ერთ თვეში განახლდეს - დიმიტრი ლორთქიფანიძე

👉 სააკაშვილის ციხეში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის - ლევან იოსელიანი

👉 შევხვდი დეპუტატებს, ყოფილ ქართველ პოლიტიკოსებს, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს - კალაშნიკოვი ფრენების აღდგენაზე