მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უჭირთ, ახლოვდება არჩევნები, თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე

ბაჩო დოლიძე

„თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თანამოაზრე ბაჩო დოლიძე, ლევან ხაბეიშვილის და მისი მხარდამჭერების ბრალდებებს, სადაც საუბარია ნიკა მელიასთვის დავით კეზერაშვილის ნაჩუქარ „ტოიოტას“ ჯიპზე.

ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ავტომობილის დაბრუნება სცადეს, თუმცა ის კეზერაშვილმა არ დაიბრუნა. 

ამასთან, დოლიძე ამბობს, რომ ხაბეიშვილის თანამოაზრეებისგან ყველანაირ ქმედებას ელოდება. 

„2-ჯერ იყო მცდელობა აღნიშნული მანქანის დაბრუნების. ოღონდ ეს მიბრუნება, სწორად გამიგეთ, ძალიან უხერხული ვითარებაა, იმიტომ, რომ  იმ მხარეს, რომელსაც უბრუნებ, თვითონ გრძნობენ უხერხულობაში თავს და მე არც დავმალე გუშინ, რომ ერთ-ერთ ჩემს მეგობარს, დიმა ჩიქოვანს, მე პირადად დავუკავშირდი, ვთხოვე, რომ მანქანას უკან მოგიყვანენთქო და იმდენად შეურაცხყოფილად აღიქვა ეს ყველაფერი, პირიქით, აქეთ ბოდიშები ვუხადე. ყველაფერს ველოდები ამ ხალხისგან, თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს უკვე. 

მესმის, რომ უჭირთ, ახლოვდება არჩევნები და ეტყობა იმაზე მეტი დარეგისტრირდა, ვიდრე წარმოედგინათ და ფიქრობენ, ალბათ ყველა მეთოდია მისაღები, ყველაფერზე ლაპარაკი ტყუილ-მართლის, გამოადგებათ ამ წინასაარჩევნო კამპანიაში, არ გამოდგება ეს მეთოდები. თუ ვიღაცას უკვირს მანქანები და მიჩვეულია ამ საჩუქრებს, ჩვენთან უკაცრავად, ღმერთმა ისე არ დაგვაჭირვოს, საჩუქრებიღა გვაკლდა ვიღაცებმა გვიგზავნოს და სალაპარაკო მივცეთ“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ძალიან ცუდად არის, საერთოდ ვერ დგება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

 შეუძლებელია დაკარგო სახე და დაემსგავსო გესტაპოს ექიმს - თაკო ჩარკვიანი ნადირაძეს

⭕ ფაქტობრივად, მკვდარი პოლიტიკის გაცოცხლების მცდელობაა - ხუხაშვილი 3 ოპოზიციური პარტიის დაანონსებულ აქციაზე

⭕ ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ

⭕ ომის ცეცხლი გიზგიზებს, სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ - გია ვოლსკი