მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეუძლებელია დაკარგო სახე და დაემსგავსო გესტაპოს ექიმს - თაკო ჩარკვიანი ნადირაძეს

ჩარკვიანი

„სიტყვა მოძრაობას რომ გავიგებ ვარ ბედნიერი, მიხარია, რადგან უმოქმედობა მანადგურებს“, - ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის ლიდერმა“ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. 

ჩარკვიანი 3 ოპოზიციური პარტიის  მიერ დაანონსებულ აქციას მიესალმება და ამბობს, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს. 

„სიტყვა მოძრაობას რომ გავიგებ ვარ ბედნიერი, მიხარია, რადგან უმოქმედობა მანადგურებს. რაღაც დაიწყოს და ვიქნები ძალიან ბედნიერი. რუსეთი მომდგარია კარს, ახლა არ არის ამბიციების დრო. ოპოზიცია მოქმედებაში უნდა მოვიდეს. ჩემი დარდი სწორედ ის არის, რომ უმოქმედოდ ვართ. 24 თებერვლის აქცია უმნიშვნელოვანესი  იქნება. ქართველებს გაერთიანება უჭირთ, ამიტომ ამ საქმეს ვინც იწყებს ის ამ ყველაფერს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. დაპირისპირების და შენიშვნის დრო არ არის, ყველგან ვარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი ამ ქვეყნისა იმიტომ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა, ჩვენ ქართულ სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

პარტიის „კანონის და სამართლის“ ლიდერმა, ასევე, კომენტარი გააკეთა, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან განაცხადა, რომ ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ.

„ექიმებმაც კი დაკარგეს სახე და ეს სამარცხვინოა. ამ ეთერიდან არ წავალ ისე, რომ ნინო ნადირაძეს არ ვუთხრა: შეუძლებელია დაკარგო სახე და დაემსგავსო გესტაპოს ექიმს. მან სამარცხვინო კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ  სააკაშვილს გემრიელი საჭმელი არ შესდის. ასეთი ცინიზმით უკვე ექიმი არ გქვია. რაც უფრო სახალხო იქნება ეს ყველაფერი, მით უფრო მოგებიანი იქნება“, - დასძენს ჩარკვიანი. 

ცნობისთვის, სამი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ სამოქალაქო „ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს. მათ 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს.

ფაქტობრივად, მკვდარი პოლიტიკის გაცოცხლების მცდელობაა - ხუხაშვილი 3 ოპოზიციური პარტიის დაანონსებულ აქციაზე

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ

ომის ცეცხლი გიზგიზებს, სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ - გია ვოლსკი

24 თებერვალს, რუსთაველზე, კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში - ხოშტარია