მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უხერხულია, ვენეციის კომისიაში ვიღაცამ რომ გვკითხოს, რატომ იღებთ დეოლიგარქიზაციაზე კანონს, თქვენ ხომ ოლიგარქიული მმართველობა არ გაქვთო - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„არ უნდა მივიღოთ ეს კანონი [დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი], არ არის საჭირო“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საქართველოს საერთოდ არ სჭირდება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, ამიტომაც არც ის ვალდებულება აქვს ქვეყანას, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს.

„ვერავის ვერ დაავალებ, ის რაც არ გვჭირდება, გადააგზავნოს ვენეციის კომისიაში. ზოგადად, უხერხულიც კი არის, ვიღაცამ რომ გვკითხოს ვენეციის კომისიაში, თქვენ რატომ იღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, თქვენ რომ ოლიგარქიული მმართველობა არ გაქვთო, რა პასუხი უნდა გავცეთ? მე ვერაფერს ვერ გავცემდი, ამიტომ ვერც სხვას ვერ მოვუწოდებ, რომ იქ გააგზავნოს. არ უნდა მივიღოთ ეს კანონი [დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი], არ არის საჭირო“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „არავის უკან დასადგომი მერაბიშვილს არაფერი სჭირს და თუ გადაწყვეტს ვინმეს გვერდზე დგომას, ის ამას აუცილებლად გააკეთებს“ - დავით კირკიტაძე

✔️ „ვარდების რევოლუციის“ მთავარი შემოქმედი დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ხოლო ნაძირალები, მკვლელები და მედროვეები ძალაუფლების ზენიტში არიან - „გირჩი - მეტი თავისუფლება“

✔️ „19 წლის წინ მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა და სწორედ ეს ვერ აპატია მას ტერორისტულმა სახელმწიფომ“ - ნიკა მელია

✔️ „ამ ოპოზიციას რა კოალიცია უნდა შევუქმნა?! გამარჯობას არ მეუბნება, „მტეხავს“ შეხვედრებიდან, მარტო ჩხუბი და გინება იციან“ - იაგო ხვიჩია

✔️ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა მომხრეებმა კლოუნადად აქციეს, აბანძებენ მიხეილ სააკაშვილს - იაგო ხვიჩია