მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა მომხრეებმა კლოუნადად აქციეს, აბანძებენ მიხეილ სააკაშვილს - იაგო ხვიჩია

პოლიტიკოსები

ოპოზიციონერ დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა მომხრეებმა კლოუნადად აქციეს და მას აბანძებენ. 

იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. 

მისი თქმით, ენმ-ში ყველას საკუთარი პოლიტიკური მიზნები აქვს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მათთვის მეორეხარისხოვანია. 

„12 პუნქტი და მიხეილ სააკაშვილის პროცესი კლოუნადად ვაქციეთ. მიშას თემა კლოუნადა იყო თავიდანვე და კლოუნადა გახადა მიშას მომხრეებმა - ერთ კვირაში მოკვდება, 2 კვირაში მოკვდება, მოწამლულია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა პარტიელებმა აქციეს კლოუნადად. ოქტომბრიდან იძახიან, რომ კვდება. დარწმუნებული ვარ, მესამე პრეზიდენტი მართლა ცუდად არის. ციხეში მყოფი კაცი არავინ არ არის კარგად.

მიშას თემა აქციეს სანახაობად. აბანძებენ მიხეილ სააკაშვილს. არ მგონია ამ ხალხს მიხეილ სააკაშვილი დადებითად გამოჰყავდეს. ეს კლოუნადა აქ უნდა დამთავრდეს და მის მკურნალობასთან დაკავშირებით სერიოზული ლაპარაკი უნდა დაიწყოს. ყველას თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს ამ წუთს. მიხეილ სააკაშვილი გამოყენებულია პოლიტიკური მიზნით“, - აცხადებს ოპოზიციონერი  დეპუტატი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია“ - ლევან ფერაძე

✔️ „აქვს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმა“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ „სააკაშვილს დრო ეწურება, სახელმწიფოს სიმბოლოს ვკარგავთ“ - გიორგი ჩალაძე

✔️ „ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ მოვაკვლევინებთ არსებულ რეჟიმს მიხეილ სააკაშვილს“ - გიორგი სააკაშვილი

✔️ „კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ!“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე