მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვანო მერაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე არასდროს მივალ - ელისაშვილი

პოლიტიკოსები

„ვანო მერაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე არასდროს არ მივალ. არც ვყოფილვარ და არც მისვლას ვაპირებ, გინდა 9 აპრილს დააანონსოს და გინდა როცა უნდა დააანონსოს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ ის „ნაცმოძრაობის“ და მით უფრო ვანო მერაბიშვილის აქციაზე არ გავა. 

„ვისურვებდი და ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი ვიქნებოდი, პარლამენტში სასამართლო რეფორმის განხილვა როცა იქნება, ხალხი იყოს ქუჩაში, გარეთაც დუღილი იყოს და შიგნითაც. მერე გავტეხთ „ქართულ ოცნებას“ და სათითაოდ შევასრულებინებთ ყველა პუნქტს. ქუჩაში ხალხის სწორი მობილიზაცია თუ იქნება, ოპოზიციის სწორი მობილიზაცია პარლამენტში, ვაიძულებთ, არაფერი შეუძლებელი არაა. გაიხსენეთ, სამ დღეში გააცუნცულეს თავისივე კანონპროექტი“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ივანიშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი მმართველი, ცდილობს ქვეყანა მართოს ჩრდილიდან - გახარია 

👉 ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, ისინი ბუნებრივად მიდიან რუსეთისკენ - გახარია 

👉 „ალტ-ინფო“ ჩვეულებრივი მხედრიონია“ - შალვა ნათელაშვილი

👉  ივანიშვილი რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ტიპია - მარგველაშვილი

👉 ესენი უპირობოდ უნდა მოშორდნენ აქედან, მზად არისნ პირდაპირ სიმონიანს მიართვან ქვეყანა - ჩარკვიანი „ოცნებაზე“