მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვერ იღებენ პასუხისმგებლობას რა დაემართება სააკაშვილს საავადმყოფოდან სასამართლომდე გზაში - ხატია დეკანოიძე

პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოდან საქალაქო სასამართლომდე არ შეიძლება და პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

დეკანოიძის ინფორმაციით, ამ კუთხით მკურნალი ექიმების დასკვნა უარყოფითი იყო. 

მისივე თქმით, მედიკოსებმა თქვეს, რომ ისინი ვერ იღებენ პასუხისმგებლობას საავადმყოფოდან სასამართლომდე რომ არ დამძიმდება კიდევ უფრო მისი მდგომარეობა.

„ექიმები ამბობენ, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება და პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. ექიმების უარყოფითი დასკვნა იყო, მე როგორც მკურნალმა ექიმმა მითხრა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ჩემი ზედაპირული დაკვირვებით, არ ვარ ექიმი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში. 

პირველ რიგში, მათ თქვეს, რომ ისინი ვერ იღებენ პასუხისმგებლობას საავადმყოფოდან სასამართლომდე რომ არ დამძიმდება კიდევ უფრო მისი მდგომარეობა, ეს პირდაპირ თქვა მკურნალმა ექიმმა. ასევე, ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, რა მოხდება სასამართლოში, გაუძლებს თუ არა იგი ამ გადაყვანას და მოძრაობას. 

ჩვენ შევთავაზეთ რეანიმობილით თუ არის შესაძლებელი, მათ თქვეს, რომ არც რეანიმობილით, არც ექიმების ბრიგადის თანდასწრებით მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობა ვერ გაუძლებს. 

მე რაც ვნახე, ხელის ტრემორი აქვს გაძლიერებული, წონაშია დაკლებული... მათ არ უნდათ დარწმუნებული ვარ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ნახოს რა კონდიციაშია მიხეილ სააკაშვილი. თავად ამბობდა, რომ სურდა სასამართლოში პროცესზე დასწრება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ამ კონდიციაში და ამ ფიზიკური მონაცემებით ჩვენება მაინც როგორ უნდა მისცეს. ვერ იღებენ პასუხისმგებლობას რა დაემართება სააკაშვილს საავადმყოფოდან სასამართლომდე გზაში, ეს მითხრა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა და ამას ამბობენ ექიმები“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ამავე თემაზე: 

✔️ ექიმები ჰქვიათ და ამ ზომამდეა სააკაშვილი მიყვანილი? აღიარონ რომ სასწრაფოდ არის საზღვარგარეთ გადასაყვანი - თაკო ჩარკვიანი

✔️ როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდა მის საკანში, ამის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა - ლომჯარიამ სააკაშვილი მოინახულა