საზოგადოება

როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდა მის საკანში, ამის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა - ლომჯარიამ სააკაშვილი მოინახულა

ნინო ლომჯარია
1669630986
დაკოპირებულია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილს ვიზუალურადაც ეტყობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

„სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, იმიტომ, რომ უფრო დიდხანს მას არ შეუძლია საუბარი. მე არ ვარ ექიმი, თუმცა, ნამდვილად, ერთი შეხედვით, საუბრითაც, მე მახსოვს, როგორი იყო ის შარშან გორის ჰოსპიტალში. ვიზუალურად განსხვავება არის ძალიან თვალშისაცემი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, ვიზუალურადაც ეტყობა, მკვეთრად გაუარესებული. პრაქტიკულად სულ წევს. როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის, არ ჯდება.

განსაკუთრებით, როგორც ექიმი ამბობს, გართულდა და დინამიკაში უკუსვლა არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ოქტომბრის დასაწყისიდან. როგორც ექიმი ამბობს, ის ამას უკავშირებს იმ შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდა მის საკანში ამ ემოციურ ფონზე, მას შემდგომ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა. ძალიან ცუდად იკვებება, ძალიან ცოტას ჭამს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად გავეცნო მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს“ - ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა

👉 ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა

👉 „სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც დაკლებული აქვს 40 კგ, რომელიც ფეხზე ვერ დგება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 „რა შუაშია ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან“ - ანა წითლიძე

👉 რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა