მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ გითხრათ რომ კანონი რუსულია? - დაჩი ბერაია

„ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია

პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ ამავე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დაჩი ბერაიამ კომენტარი მედიასთან გააკეთა და თქვა, რომ კანონი რუსული არ არის. 

„ვინ გითხრათ რომ კანონი რუსულია? მითხარით რუსული რა წერია კანონში? ერთი წინადადება მითხარით რა წერია რუსული?“, - აღნიშნა ბერაიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე აკეთებთ თუ არა ამ კანონის ინიცირებით რუსულ საქმეს, ბერაიამ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებლობიანი იყო. 

„ჩემი ღრმა რწმენით ეს იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და არ მოჰყოლოდა ის ნეგატიური შედეგები, რომელსაც მავანი ცდილობენ, რომ მოახდინონ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს ბერაია. 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი  ჩააგდო. 

მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტი ჩააგდო

✔️ ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუსმინა - კელი დეგნანი

✔️ 2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ - სიმონიანი