ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში, წყარო-კომენდატურას მიმართულებით ასფალტბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზა მოეწყობა.
რეაბილიტირებული გზით ადგილობრივი მცხოვრებლები, მათ შორის, 250 ოჯახი კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებს.