ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაზალოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ადიგენის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ზაზალოსთან მისასვლელი გზის 3 კმ მონაკვეთზე ეწყობა ასფალტის საფარი, სანიაღვრე არხებით, ეზოში შესასვლელებითა და მიერთებებით.
პროექტის ღირებულება 1 367 999 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებისთვის წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება. მათთვის გადაადგილება მეტად უსაფრთხო და კომფორტული გახდება.