მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ ჰოსპიტალში კონფერენცია გაიმართა

კონფერენცია

ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ ჰოსპიტალში კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კონფერენციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე ესწრებოდნენ.

„აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების წარმომადგენელი, პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი დალი ტრაპაიძე. შეხვედრაზე მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა და საქართველოში არტერიული ჰიპერტენზიის მართვის სურათი, MMM შედეგები.

კონფერენციის პარალელურად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩატარდა ჰიპერტენზიის, C და B ჰეპატიტის, შიდსის და ძუძუს კიბოს სკრინინგი.

კონფერენცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ჩართულობით გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.