მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისში, კახეთში“ - სოსო გოგაშვილის შვილი

ნიკოლოზ გოგაშვილი

სუსი ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილის ნიკოლოზ გოგაშვილის განცხადებით პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა თბილისის, კახეთის და გონიოს სახლებში. მისი თქმით, ის მამის დაკავებას იმ ინფორმაციის გასაჯაროებას უკავშირებს, რომელსაც გოგაშვილი აანონსებდა.

„რასაც სოსო აანონსებდა, ის ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს აქვს, ამერიკისაც და ევროკავშირისაც, თავიდან ბოლომდე აქვთ. არ არის გამორიცხული ამას უკავშირდებოდეს დაკავება, მაგათ ტვინში რა მოიხარშება, არ ვიცი. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კახეთშიც - სასტუმროშიც და სახლშიც. გადაატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლი ვინც არის, იმის სახლში მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს, წამლები დაალევინა, ისე ინერვიულეს. ფილმში მგონია თავი გუშინდელი დღის მერე. ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისში, კახეთში“, - ამბობს გოგაშვილის შვილი.

ცნობისთვის, გვიან ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის მეტი დეტალი უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ პოლიცია მისი შვილისა და მეუღლის ბინებს ჩხრეკს