მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ჩიქოვანი პროკურატურასა და შს სამინისტროში POSTV -ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

ბექა ბასილაია, დიმიტრი ჩიქოვანი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დიმიტრი ჩიქოვანის განცხადებით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ტელეკომპანია POSTV-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. 

„გავიარე კონსულტაციები ჩემ ადვოკატებთან და შევიტან სარჩელს გენერალურ პროკურატურაში და შს სამინისტროში POSTV-ის წინააღმდეგ“, - აცხადებს ჩიქოვანი. 

„ეს არ არის მხოლოდ დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენ ვნახეთ როგორ ბოროტად იქნა გამოყენებული სახელმწიფო პოლიციური რესურსები არ არსებულ ფაქტებთან დაკავშირებით. 

ასევე, ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლასთან დაკავშირებით. ამ თავითვე ვაცხადებთ, ვემიჯნებით და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ვემიჯნებით და ვგმობთ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერ ფაქტს და კარგად გვესმის, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა.

თუმცა ფაქტები, რის ირგვლივაც გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ნამდვილად არ შეიცავს რაიმე მსგავსი დანაშაულის ნიშნებს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, მივცეთ ჩვენება და ავხსნათ დეტალურად, რომ ეს იყო არა ჟურნალისტზე ძალადობა, არა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, არამედ ეს იყო ბინაში უკანონოდ შეჭრის მცდელობის აღკვეთა“, - აღნიშნა ჩიქოვანის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. 

ცნობისთვის, 24 მარტს ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ 112-ში დარეკა. ბერიძის თქმით, ჩიქოვანის სახლში უფლებადამცველი თათია სამხარაძე იმყოფებოდა, რომელსაც თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ ჩიქოვანის კუთვნილ სახლში სამართალდამცველები მივიდნენ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ნატოს ეშინია“ - ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსებაზე

👉 ევროკავშირი ციფრულ საფულეზე გადასასვლელად ემზადება

👉 ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

👉 კრემლის მუქარა ვერ შეაფერხებს ნატოს უკრაინას დახმარება გაუწიოს - მარკ რუტე ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებაზე

👉 ნატომ უნდა მოძებნოს გზები, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - იან ლიპავსკი