მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მამაჩემი დიდი ხანია ებრძვის რუსული მმართველობის სქემას“ - სოსო გოგაშვილის შვილი

სოსო გოგაშვილის შვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილმა ნინი გოგაშვილმა განაცხადა, რომ რომ მალე ამხელენ რეჟიმს და საზოგადოება სიმართლეს გაიგებს.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად. იმისთვის, რომ მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იყოს, ამას მუდმივად ვაკონტროლებთ. აუცილებლად ვამხელთ რეჟიმს, რომ საზოგადოებამ მალე გაიგოს სიმართლე, რაც მათთვის არ არის ცნობილი. მამაჩემი დიდი ხანია ებრძვის რუსული მმართველობის სქემას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის ამ ეტაპზე. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ შურისძიება მამაჩემის წინააღმდეგ, რომ ისინი ცდილობენ, გააჩუმონ მამაჩემი. მისი ლიკვიდირებაც სურდათ. დარწმუნებული ვარ, ვერ წარმოიდგენდა, რომ დედაჩემი ლაივ ჩართვაში იქნებოდა და ეს ვიდეო გავრცელდებოდა და ამას ხალხი ნახავდა. ყველა შოკირებულია ამ კადრების ნახვის შემდეგ“, - განაცხადა ნინი გოგაშვილმა.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 „რაო, „ჩიტო“, გოგაშვილო, როგორ იყო უკრაინელებს რომ უთხარი ნადირაძე იჯდება 20 წელიო?“ - ვანო ნადირაძე

👉 „ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისში, კახეთში“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილმა მთავარი სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს