მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხედრო პოლიციის თანამშრომელი შვილების თანდასწრებით მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს

ძალადობა ქალზე Pia.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ზ.მ., რომელმაც 2022 წლის 17 ნოემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაზარალებულმა, განხორციელებული ძალადობის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო.

„დაზარალებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 126 მუხლით [ოჯახში ძალადობა - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ] და 11'- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით [მუქარა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ] გათვალისწინებული დანაშაულისთვის“, - აცხადებენ უწყებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბათუმში უფროსმა ინსპექტორმა 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

👉 „ქალის მეუღლეს, ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის სურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა“ - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი