მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქალის მეუღლეს, ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის სურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა“ - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

დაკავება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტი გამოავლინა.

კერძოდ, დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ლ., რომელმაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა.

„2022 წლის მარტში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა  გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოცქსელის „მესენჯერის“ საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა.

დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით“, - აცხადებს საგამოძიებო.

157-ე პრიმა მუხლი გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ბათუმში უფროსმა ინსპექტორმა 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

👉 სამხედრო პოლიციის თანამშრომელი შვილების თანდასწრებით მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს

👉 რუსეთმა უკრაინაში უკვე 32 000 სამოქალაქო ობიექტი და 700 ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა - უკრაინის შსს

👉 „ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ... გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 დავით არახამია „უძლეველობის პუნქტების“ მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, ვიტალი კლიჩკოს ერთკვირიან ვადას აძლევს