მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში 15 წლის ბიჭი დაჭრეს - მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

პოლიცია

ზუგდიდში არასრულწლოვნებს შორის შელაპარაკების დროს ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს. მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს ცივი იარაღით მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ჯერ სცემეს, შემდეგ კი ე.წ. „შტირი“ მუცელში ჩაარტყეს“ - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები

👉 ზუგდიდში 13 წლის ბიჭი დაჭრეს - მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა

👉 უკრაინელი საზღვაო ქვეითები ოკუპანტების ტყვეობიდან გაიქცნენ - სახალხო დეპუტატი

👉 ილონ მასკის გადაწყვეტილების მიუხედავად, დონალდ ტრამპი ტვიტერზე დაბრუნებაზე უარს ამბობს

👉 კოლორადოში, LGBTQ ღამის კლუბში შეიარაღებული პირი შეიჭრა - არის მსხვერპლი