მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბუბა კიკაბიძე იყო უკრაინის დიდი მეგობარი, ადამიანი დიდი პირადი სამოქალაქო გამბედაობით“ - არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„გუშინ თბილისში 84 წლის ასაკში ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა.

ის იყო უკრაინის დიდი მეგობარი და უდიდესი ხელოვანი, ადამიანი უზარმაზარი სულითა და დიდი პირადი სამოქალაქო გამბედაობით, რომელსაც არასდროს ეშინოდა, რომ ყველაფრისთვის მათი შესაბამისი სახელები ეწოდებინა.

ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს“, - აცხადებს არესტოვიჩი. 

ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: 

🔴 „დიდებული ხალხის დიდებული კაცი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა

🔴 ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს - გიული ალასანია