მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაავადებების ნუსხა მატულობს“ - თოიძე მიხეილ სააკაშვილზე

ექიმი ნევროლოგი ოთარ თოიძე

ცენტრ „ემპათიას“ წევრი, ექიმი ნევროლოგი ოთარ თოიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი დაავადებების ნუსხა დღითი დღე მატულობს. როგორც ექიმი აღნიშნავს, ის საბოლოო კვლევის შედეგებს ამ დრომდე არ გასცნობია და არც  მკურნალ ექიმს შეხვედრია. 

ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ ის 5 თვის განმავლობაში ცდილობდა სააკაშვილის ნახვას. თუმცა ამის უფლება ამ დრომდე არ მიეცა. 

„ვიცით რომ ჩაუტარდა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. შესაჯერებელი იქნება მონაცემები და ამ მონაცემების შეჯერებას ველოდებით, ამ ეტაპზე პასუხი არ გვაქვს. ეს არის ძალიან ფაქიზი და ურთულესი პრობლემა, ვინაიდან მისი დაავადებების ნუსხა მატულობს, ახლა შეიძლება ვილაპარაკოთ ენერგეტიკულ უკმარისობაზე ცილოვანი კვების დეფიციტის ხარჯზე. შესაბამისად, როგორ, რა რეჟიმით, ცილებით და ტემპით მიეწოდოს ეს ჩემთვის და მგონი ქართველი ექიმებისთვისაც უცნობია“, - დასძენს ნევროლოგი ოთარ თოიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

დატესტვა და ექსპერიმენტული მკურნალობა სახიფათოა - ნიკოლოზ ყიფშიძე

✅ „ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ დავუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ლეტალური შედეგის დადგომა“ - დიტო საძაგლიშვილი

 უბრალოდ თვალით ვხედავ, როგორ სჭირდება მას დახმარება - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✅ მოგვეცით მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის შესაძლებლობა - პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე

✅ არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გაიგეთ! - ნიკოლოზ სააკაშვილი