მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ დავუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ლეტალური შედეგის დადგომა“ - დიტო საძაგლიშვილი

ადვოკატი და იურისტი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ დღეს მისი ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი მოინახულებს. მისი თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. 

ადვოკატის თქმით, იმისთვის, რომ არ დადგეს ლეტალური შედეგი, აუცილებელია ყველა ღონეს გამოყენება. 

„დღეს მოვინახულებ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საბოლოო დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. ცალსახაა, რომ მის ჯანმრთელობას აქვს სერიოზული პრობლემები. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არასაპატიმრო დაწესებულებაში. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ დავუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ლეტალური ან  სხვა მძიმე შედეგის დადგომა“, - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება - გიორგი სააკაშვილი

✅ მოგვეცით მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის შესაძლებლობა - პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე

✅ არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გაიგეთ! - ნიკოლოზ სააკაშვილი

✅ ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

✅ ის პერიოდი, რაც მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ იმყოფება, სრულიად საკმარისი იყო გამოკვლევების ჩასატარებლად - მარიამ ჯიშკარიანი