მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოგვეცით მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის შესაძლებლობა - პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე

მოგვეცით მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის შესაძლებლობა

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელში  ეხმაურება და წერს, რომ მისი დაპატიმრების შემდეგ, დამოუკიდებელ ექიმთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მცდელობა არაერთხელ ჰქონდა.

პოლონეთის სეიმისა და სენატის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მას მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და პოლონეთში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობა მისცენ.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა შეფასებებიდან ირკვევა, რომ ის ებრძვის მრავალ სერიოზულ დაავადებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

საქართველოს ხელისუფლება უტიფრად ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, მეტიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის მკურნალობას გადის, მისი საპატიმრო კი სანატორიუმს ჰგავს.

მოვუწოდებ ქართველებს, საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს - აღარ გვაქვს ბევრი დრო! თითოეულ წამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! მოგვეცით საშუალება შევაფასოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო კონსილიუმის მეშვეობით და, ასევე, შესაძლებლობა მისი პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დაბრუნდება საქართველოში გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, რათა მოიხადოს დაკისრებული სასჯელი. ძალიან გთხოვთ, არ დაუშვათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი“, - წერს გოშევსკა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 კვლავ ვერ იღებს საკვებს, ნევროლოგიური მაჩვენებელი გაუარესებულია - შოთა თუთბერიძე სააკაშვილზე

🔴 არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გაიგეთ! - ნიკოლოზ სააკაშვილი

🔴 ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია საქართველოს პირობებში მოხდება - ოთარ თოიძე

🔴 ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში - ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე