მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დემოკრატიულ და დასავლურ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორებს არ იჭერენ - დიტო საძაგლიშვილი

იურისტი და ადვოკატი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გვარამიას დაკავების გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

ადვოკატის განცხადებით, არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გაკეთდა. 

„თუ ვინმეს ჰგონია, ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი და ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი გასცა საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცდება. სინამდვილეში, დღეს ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი, რუსეთის სასარგებლოდ. დემოკრატიულ და დასავლურ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული შეხედულების გამო“, - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

მისი თქმით, ყველა მოქალაქეს უნდა აწუხებდეს ეს ამბავი, რადგან აქ არაა მნიშვნელოვანი ვინმეს ნიკა გვარამია მოსწონს თუ არა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

ამავე თემაზე:

➖ ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

➖ ნიკა გვარამია განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

 ბრძოლა გრძელდება, ნიკა გვარამია გახდა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლო - გიორგი გაბუნია